თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოადგილეებთან მანუჩარ ფანჩულიძესა და მერაბ სირაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას დაესწრო, რომელიც „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ (LDA GEORGIA) მიერ იყო ორგანიზებული თემაზე-დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები.
შეხვედრის მიზანი გახლდათ დაინტერესებულ ჯგუფებს ემსჯელათ რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, განეხილათ სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს შორის (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნესი, აკადემიური წრეები) თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმები.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა და „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში გია ტოკლიკიშვილმა მონაწილეებს გააცნეს პრეზენტაცია თემაზე: ,,დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“. მოხსენების შემდეგ შედგა დისკუსია პრეზენტაციაში ასახულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას, რომელიც თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის დარბაზში გაიმართა, იმერეთის მხარის 6 მუნიციპალიტეტის (თერჯოლა, ტყიბული, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა) თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.