პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბაქოდან „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არ ჰქონდა დარღვეული და მისი არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
მან თქვა, რომ გავრილოვის მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას სამართლიანი ვნებათაღელვა მოჰყვა. კობახიძემ ამ ფაქტს ქართული მხარის მენეჯმენტური „ხარვეზი“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მხრიდან „რეაქცია იყო მყისისერი“, რისი დასტურიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დაუყოვნებლივ გაკეთებული განცხადება იყო, თავად კი ბაქოში ვიზიტის გამო კომენტარის გაკეთება დაუგვიანდა.
მის პასუხისმგებლობაზე საუბრისას კი კობახიძემ თქვა, რომ „ამ მასშტაბის პროვოკაციის“ წინასწარ განსაზღვრა ადვილი არ იქნებოდა.
პოსტიდან გადადგომის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კობახიძემ თქვა: „რაც შეეხება მოთხოვნას გადადგომის შესახებ, მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების კომენტარზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ“.
კობახიძემ ასევე დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებასაც უპასუხა. მელიამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე თქვა, რომ თუ ერთ საათში არ დაკმაყოფილდება ოპოზიციის მოთხოვნა, მშვიდობიანად ოპოზიცია შევა საკანონმდებლო ორგანოში.
„ნიკა მელია თუ რაიმე ისეთს განიზრახავს, რაც არ ჯდება კანონის ჩარჩოებში, მაშინვე მიიღებს მყისიერ პასუხს“, განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.