„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და კონფერენციის პარლამენტის შენობაში ჩატარება „უხეში შეცდომა“ იყო, რაზეც გუნდის შიგნით იქნება საკითხი დაყენებული და ამაზე „ძალიან მკაცრი რეაგირება“ ჰქონდა თავად ბიძინა ივანიშვილს.
„ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლება. პარლამენტი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და რა თქმა უნდა ეს იყო ჩვენი ხელმძღვანელობის გასაკონტროლებელი, რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი გუნდის და პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომ ასეთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ კითხვას, რომ რატომ იყო აუცილებელი პარლამენტის შენობაში ამ კონფერენციის გამართვა. ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ამაზე გვჭირდება პასუხი. ეს იყო ძალიან უხეში შეცდომა. და ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამას გუნდის შიგნით და პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება ამ თემასთან დაკავშირებით“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.