„ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პოლიტიკოსებმა, პროვოკატრომა „ნაციონალებმა“ და ყველა ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„არ ვიცი მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუ არა. მე ერთი რამე ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პოლიტიკოსებმა, პროვოკატრომა „ნაციონალებმა“ და ყველა ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამის გარანტიას გაძლევთ ყველას. არანაირი არეულობები... ყველა წავა ციხეში ვინც კანონს დაარღვევს. არანაირი არეულობა არ მოხდება ამ ქვეყანაში, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ამათ ქვეყანას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა პოლიციას, რომელიც აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იცავს წესრიგს და ძალიან ვთხოვ ჟურნალისტებს ნუ ავრცელებთ ტყუილს, რომ პოლიცია იყენებს რაღაც საშუალებებს“, განაცხადა სუბარმა და დაამატა, რომ „არავინ არ გადადგება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.