გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე
20-06-2019, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. იგი 20 ივნისს, გამთენიისას დილის 05:00 საათზე გარდაიცვალა. მიტროპოლიტის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.

 


ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს და ბოლო დღეებში უგონო მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

 


მეუფე კალისტრატეს მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში.

 


1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ძირითადად სამშენებლო უბნებზე.

 


1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

 


1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე (7 აპრილს) აკურთხეს დიაკვნად.

 


1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად.

 


20 ივლისს (2 აგვისტოს) აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში.

 

 

1983 წლის აპრილიდან იგი თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

 


12(25) სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

 

 

1983 წლის 12(25) დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

 


1989 წელს ეპისკოპოსი კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1992 წელს მიტროპოლიტის ხარისხში. მეუფე კალისტრატეს ძალისხმევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 1990 წლის 21 სექტემბერს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, რომლის პირველი რექტორი იყო მეუფე კალისტრატე.

 


1995 წლის 8 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორისის ბრძანებით ქუთაისში გაიხსნა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, ხოლო 2001 წლის 16 ივლისიდან წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, 2002 წლის 3 ივნისიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ინსტიტუტთან გაიხსნა სამედიცინო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები, 2008 წლის სექტემბერში წყალტუბოში გაიხსნა სასულიერო გიმნაზია. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დასავლეთ საქართველოში, ახლანდელ ვანისა და ბაღდადის, ხონისა და სამტრედიის, ტყიბულისა და თერჯოლის, ლეჩხუმისა და სვანეთის ეპარქიებში, რომელნიც 1995 წლამდე ქუთაის-გაენათის ეპარქიაში შედიოდნენ, აღდგენილ იქნა 300-მდე ეკლესია-მონასტერი.

 


1986 წლის აპრილში, როდესაც უკრაინაში ჩერნობილის დიდი ტრაგედია მოხდა, იმ ძნელბედობის ჟამს მთელი მსოფლიოდან პირველი მოძღვარი მეუფე კალისტრატე უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩავიდა ჩერნობილში და ორი კვირის მანძილზე ლოცვითა და ქადაგებებით ანუგეშებდა მრევლს.

 


1990 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიამ უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის თავდადებული ღვაწლით მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც მთავარეპისკოპოსი კალისტრატე შედიოდა, კონსტანტინოპოლიდან საქართველოში ჩამოიტანა ეს ისტორიული დოკუმენტები. 1990 წლის ნოემბერში მეუფე კალისტრატეს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ტრაპიზონიდან გელათში გადმოსვენებულ იქნა იმერთა მეფის სოლომონ მეორის ნეშტი, ასევე მეუფის დიდი შრომითა და ძალისხმევით 2005 წელს მოხდა მიტროპოლიტ ექვთიმეს (შარვაშიძე) პეტერბურგიდან გელათში გადმოსვენება.

 


1993 წლის სექტემბერში, საქართველოსათვის მძიმე დღებში, აფხაზეთის ომის დროს ქართველ მეომართა, მებრძოლთა და მთავრობის გასამხნევებლად მეუფე კალისტრატე იმყოფებოდა სოხუმში. მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა დანიელის ორდენით, ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა კირილეს და მეთოდეს სახელობის ორდენებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანთიმ ივერიელის დიპლომით, საქართველოს საერო ხელისუფლების მიერ ღირსების ორდენით.

 


2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

 


2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

 


2012 წლის 26 მაისს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე.

 


2012 წლის 24 ივლისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ შეასრულა ბაგრატის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა, ხოლო ამავე წლის 17 აგვისტოს ჯვარი საზეიმო ვითარებაში აღიმართა ტაძრის გუმბათზე.

 


2012 წლის 16 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ საზეიმოდ აკურთხა ბაგრატის ტაძარი. 

 

კომენტარები: 266
#266   Rico
      
References:


Osko pokies instant payout casino https://truckwiki.site
გუშინ, 08:53
#265   Adelaida
      
References:


Neosurf casino australia aud neosurf reload casino australia
27 ოქტომბერი 2026 16:27
#264   Bernd
      
References:


MiFinity exclusive bonus Australia kuniunet.com
27 ოქტომბერი 2026 09:30
#263   Melinda
      
References:


Mobile payid pokies australia x.kongminghu.com
24 ოქტომბერი 2026 05:10
#262   Alfie
      
References:


Osko casino fast payout https://ardsglobal.org/author/colonymom95/
24 ოქტომბერი 2026 02:20
#261   Bonita
      
References:


Osko real cash pokies PayID
Osko casino
23 ოქტომბერი 2026 07:43
#260   Aidan
      
References:


Osko instant withdrawal casino australia top osko pokies sites
23 ოქტომბერი 2026 07:14
#259   Shayna
      
References:


Neosurf casino no deposit bonus australia codimd.syssec.org
22 ოქტომბერი 2026 14:29
#258   Patti
      
References:


Low deposit payid pokies dudoser.com
21 ოქტომბერი 2026 22:54
#257   Fredericka
      
References:


Australian online casinos that accept wire transfer http://t.044300.net/home.php?mod=space&uid=3193773
20 ოქტომბერი 2026 12:09
#256   Kattie
      
References:


MiFinity casino tournaments Australia dreevoo.com
18 ოქტომბერი 2026 21:46
#255   Regan
      
References:


BPay pokies real cash https://md.sigma2.no/GS35nJmbTEStxcVbq0EydA
18 ოქტომბერი 2026 16:37
#254   Mindy
      
References:


Casinos taking paysafecard https://dobryakschool.ru/user/pigweed77/
16 ოქტომბერი 2026 02:45
#253   Denise
      
14 ოქტომბერი 2026 04:58
#252   Elana
      
References:


Neosurf casino faq australia gamemania55.com
14 ოქტომბერი 2026 00:55
#251   Ira
      
References:


Bank transfer casino fees australia susanquilt00.werite.net
13 ოქტომბერი 2026 23:59
#250   Ruben
      
11 ოქტომბერი 2026 15:01
#249   Elvia
      
References:


Neosurf casino real money australia best online casino australia
neosurf
11 ოქტომბერი 2026 03:41
#248   Thalia
      
References:


Mobile casino sofortüberweisung http://www.qilurexian.net
24 სექტემბერი 2026 10:09
#247   Madeline
      
References:


Sofort casino klarna http://qiaoxiaojun.vip/
24 სექტემბერი 2026 03:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 14წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი