გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას თანამდებობების დატოვებამდე გაგრძელდება წნეხი ხელისუფლებაზე
21-06-2019, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპოზიცია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ შეკრებას დღეს საღამოს 7 საათისთვის ისევ აპირებს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად კვლავაც დაჟინებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობებიდან გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

 


„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ წნეხი ხელისუფლებაზე გაგრძელდება მანამ, სანამ პოლიტიკური პასუხისმგებლობები არ დადგება.

 


„დღეს ჩვენი მცდელობა იყო, რომ იქ არ მომხდარიყო არაფერი და ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ იქ დაძაბულიყო ვითარება. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ ეს ყველაფერი დარჩეს კონსტრუქციულ ფარგლებში და ეს წნეხი ხელისუფლებაზე გაგრძელდეს მანამ, სანამ პოლიტიკური პასუხისმგებლობები არ დადგება. ვიმეორებ, გახარია, კობახიძე, პროპორციული არჩევნები და მერე არჩევნების ჩატარება...

 


„კობახიძე უნდა გადამდგარიყო ავტომატურად და ახლა უნდა დადგეს გახარიას და კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის საჭიროა არა ეს უტიფარი განცხადებები, არა გავრილოვის გამო ამ კრიზისის შექმნა, არამედ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა და ამ პირებისთვის პოსტების დატოვებინება. ორი კვირა ვაფრთხილებდით გავრილოვის შესახებ და მიიყვანეს ვითარება აქამდე“, განაცხადა გიგა ბოკრიამ.

 

კომენტარები: 1
#1   მანანა
      
ჩვენ არ გვაწკობს არეულობა ისევ ჩვენ თავებზე გადაივლის ეს უბედურება გადადგეს კობახიძე და გახარია დააკმაკოფილონ ქართველი ხალხის მოთხოვნები რომ უფრო მეტი უბედურება არ მოგვიტანონ ამ მთავრობამ ვიხილეთ მაგათი ხუმანურობა როგორ გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს მეტი კი არაფერი გაუკეთებია წინა მთავრობას
21 ივნისი 2019 00:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი