რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას მოითხოვს წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი.
„ვეხმაურები საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით:
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც - ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა.
გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან.
და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე.
მე ბაქოდან ვუერთდები საღამოს ღირსების აქციას და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, შეურთდნენ ამ აქციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია“, აცხადებს ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილის პარალელურად, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ შეკრებას დღეს საღამოს 7 საათისთვის ისევ აპირებს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად კვლავაც დაჟინებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობებიდან გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ წნეხი ხელისუფლებაზე გაგრძელდება მანამ, სანამ პოლიტიკური პასუხისმგებლობები არ დადგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.