საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გუშინ, 20 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრა, ბაქოში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციითვე, ირაკლი კობახიძემ გააუქმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა შეხვედრა, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან.
კობახიძის ვიზიტი ბაქოში 22 ივნისს უნდა დასრულებულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.