დავით ნარმანიამ განახლებული ,,დინამო არენა'' დაათვალიერა
10-08-2015, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული ,,დინამო არენა'' დაათვალიერა. სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.


თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული პროექტებით, სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.


„დინამო არენაზე“ გარემონტდა და კეთილმოეწყო მატჩზე უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. ''სკაი-ბოქსი'' (პრივატული ლოჟა). სტადიონზე დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე პანდუსი და გაკეთდა სკამები მათი თანმხლები პირებისთვის. განახლების შემდეგ „დინამო არენა“ ისეა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ მას რეგიონში ანალოგი არ ჰყავს.


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხდებით, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „დინამო არენაზე“ ყველანაირი კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. მისივე თქმით, სტადიონი მომავალში თანამედროვე, განახლებული ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას და სხვადასხვა მატჩის მასპინძლობას.


„მიმდინარე წლის იანვრიდან გავაკეთეთ როგორც სტადიონის კონსტრუქციული მდგრადობის სამუშაოები, ასევე მთლიანად გამოიცვალა და გაკეთდა ახალი განათების, გახმოვანების სისტემა, გაკეთდა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი IT სისტემა იმისათვის, რომ თანამედროვე გადაცემის საშუალებებით მუშაობა იყოს შესაძლებელი. სტადიონზე ასევე გავითვალისწინეთ ის ელემენტები, რაც ადრე არ იყო. პირველ რიგში, ეს არის სტადიონის ადაპტაცია შშმ პირებისთვის. ასევე გავაკეთეთ სპეციალური სტუმრებისთვის ცალკე მისაღები ზონა, გაკეთდა თანამედროვე ტრიბუნა მედიისთვის, სადაც აკრედიტებული მედია საშუალებები მოხვდებიან. ასევე კომისიის ბოლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დავასრულეთ სტადიონის ფასადის სამუშაოები, რაც ძალიან ლამაზი გამოვიდა და კარგად ჯდება ამ უბნის განაშენიანების ნაწილში. აქედან გამომდინარე, მთლიანად პასუხობს დღეს სტადიონი უეფას თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს. მიხარია, რომ უეფას წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ პოზიტიური შეფასებები გაკეთდა სტადიონთან მიმართებით და ის სამუშაოები, რაც ჩვენ შევასრულეთ, ხარისხიანადაა გაკეთებული. მომავალში ძალიან ბევრი თამაშის მასპინძლობას შევძლებთ ამ სტადიონზე. მიხარია, რომ სწორედ ჩვენი მმართველობის პერიოდში მოვახერხეთ ის, რომ საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია ჩაიდო და ამ ინვესტიციის ფარგლებში ჩვენ აბსოლუტურად განახლებული სტადიონი გვაქვს თავისი ისტორიული ღირებულების შენარჩუნებით“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.


სტადიონის რეაბილიტაციის პროცესში, ასევე, სრულად გამოიცვალა პლასტმასის სკამები. „დინამო არენაზე” დამონტაჟდა იტალიური კომპანია OMSI-ის მიერ მოწოდებული პლასტმასის სკამები, მოწვეული (5000) და VIP-ლოჟის (500) სტუმრებისთვის ესპანური კომპანიის ''DAPLAST''-ის მიერ დამზადებული სკამები (სულ 53000) გაკეთდა.


ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის ჩვეულ ადგილზე მოეწყო 130 პერსონაზე განკუთვნილი გადახურული მედია-ზონა, ხოლო ტელე და რადიო-კომენტატორებისთვის მეორე იარუსზე 80 მაგიდა განთავსდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი