„ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება, ეს არის აქტი", აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, აქცია მშვიდობიანი სახით უნდა გაგრძელდეს.
„ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ნუ დაემსგავსებით ახლა ენმ-ს, თითქოს, გინდათ ანახოთ საზოგადოებას ვაჟკაცობა და რაღაცის მოთხოვნის ფონზე არ გადააყენოთ ეს უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე, ეს სამარცხვინო ადამიანი.
მაშინაც სამარცხვინო იყო, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია,“ განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.