„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა ხუციშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს, ვინც პარლამენტის შენობასთან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა.
როგორც მან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პოლიციელები ბოლო მომენტამდე იყვნენ თავდაცვის პოზიციაში და ბევრი შეურაცხყოფა მიიღეს, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამართლებს იმას, რომ შემდეგ, უკვე ბოლო ფაზაში რამდენჯერმე დამიზნებით გაისროლეს.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ცალკეული პოლიციელების ქმედება, რომლებმაც ხელებჩამოშვებული მომიტინგეების მიმართ მოახდინეს გასროლა. ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია და არ შეიძლება. პოლიციამ გამოავლინა ძალიან დიდი მოთმინება, მათ მოიგერიეს რამდენიმე ძალიან სერიოზული შეტევა, საკმაოდ აგრესიული, შტურმის მცდელობა და არ შემოუშვეს მომიტინგეები, რომლის შემოშვების შემდეგაც როგორ განვითარდებოდა მოვლენები, კაცმა არ იცის. ბოლო მომენტამდე იყვნენ თავდაცვის პოზიციაში და ბევრი შეურაცხყოფა მიიღეს, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამართლებს იმას, რომ შემდეგ, უკვე ბოლო ფაზაში ჩემი აზრით ასეთი საჭიროება ნამდვილად არ იყო, იყო რამდენიმე შემთხვევა დამიზნებით გასროლის. ჩვენ ვნახეთ ერთი კადრი, როდესაც ერთი ადამიანი უმიზნებს და მეორემ აუკრა ხელი, ესეც მიუთითებს იმას, რომ ესეც იყო ცალკე, პირადი ინიციატივები, ამაზე რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება თვითონ მოვლენებს, უკვე ბოლო ფაზაში, როცა მოხდა უკვე გაფანტვა, რამდენად იყო უკვე მაშინ გასროლები, ეს რა თქმა უნდა შესაფასებელია და მსჯელობა იქნება ახლა, უმრავლესობის შეხვედრაზე“, განაცხდაა ზაზა ხუციშვილმა როგორც ამას „რუსთავი 2“ იტყობინება.
ხუციშვილი ნაადრევად მიიჩნევს ამ ეტაპისთვის პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
„ირაკლი კობახიძეს რაც შეეხება, ამაზე დღესაც იქნება კიდევ საუბარი, ჩვენ უკვე საზოგადოებას ავუხსენით, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო ისე, რომ სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ დეპუტატს, როგორ მოხდა ისე, რომ ის კაცი ავიდა, ხომ არ იყო ეს მისი დაგეგმილი პროვოკაცია, იმიტომ რომ რეალურად წინა დღეს ირაკლი კობახიძემ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა რუსეთის საშინელი როლი და აღნიშნა, რომ იმას, რასაც რუსეთი აკეთებს, მართლმადიდებლობასთან არანაირი შეხება არ აქვს, ეს ცდება ყველანაირ ნორმებს, მართლმადიდებლურ, საერთაშორისო სამართლის - რომ მეზობელი მართლმადიდებლური ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და კიდევ ძალიან ბევრგან ანთებს შუღლის ცეცხლს. ამიტომ შესაძლოა ეს იყო ამ დეპუტატის შეგნებული პროვოკაცია“, აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა და დაამატა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს მტერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.