არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, რომელმაც მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
21-06-2019, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს.

 

 

როგორც თალაკვაძე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, რომელმაც მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

 

 

,,ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ მაღალი პასუხისმგებლობის, რომელსაც ეს ადამიანი თავის პოზიციაზე, პოლიტიკაში ატარებდა და გაატარებს მომავალში....

 

 

რაც შეეხება შემცვლელს და კანდიდატურას, ძალიან მიმძიმს ამ მომენტში საუბარი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ის პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მან მიიღო ეს პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად, მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება რეგლამენტის დაცვით უახლოეს მომდევნო სხდომაზე. ვადასტურებ, რომ ამაზე იყო კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს, პარლამენტის საქმიანობა შეუფერხებლად გააგრძელოს“, განაცხადა თალაკვაძემ, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შეცვლის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი