საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი მომხდარი ინციდენტის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
პრემიერის განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კარბელაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი თუ მინისტრი.
"ნებისმიერი მოქალაქე, ვინც პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მტკიცედ დავიცავ. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში - პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით. ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებდენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციელებს ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ გიორგი კარბელაშვილი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. "სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.