გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით აღიძრა და დამნაშავეები უმკაცრესად იქნებიან დასჯილი უახლოეს დღეებში
21-06-2019, 17:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას და დასძინა, რომ იქ, სადაც იყო პოლიციის მიერ კონკრეტული ფაქტები უფლებამოსილების გადამეტების, დეტალურად იქნება შესწავლილი, მაგრამ, მისი თქმით, 225-ე მუხლით უკვე აღიძრა საქმე, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად იქნება დასჯილი უახლოეს პერიოდში.  

 


მისი თქმით, სიტუაცია დაიძაბა იმ დონეზე, რომ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები ადგილიდან არ განძრეულან და იცავდნენ თავიანთ თავს.

 

 

 

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში - ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ - ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაზე, იქ შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა იმ დონეზე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ნახეს ეკრანებზე, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, არალეტალური, რა თქმა უნდა. ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს და ყველასთვის გავხდით საჯაროს როგორ ვითარდებოდა წუთების, წამების მიხედვით რუსთაველზე მოვლენები. უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ ადამიანებმა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ - პოლიტიკოსებმა და პარტიის წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს, დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან. არც ერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები, თავიანთი პროვოკაციების შემდგომ, ერთმანეთს.

 


„ეს იყო რთული აქცია, რთული პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, იდგნენ და იცავდნენ თავს. იქ, სადაც იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების, რა თქმა უნდა ჩვენ დეტალურად ამას შევისწავლით, მაგრამ, რაც მთავარია, პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას და შტურმში პარლამენტის და პოლიციელების წინააღმდეგ, უმკაცრესად იქნება დასჯილი უახლოეს პერიოდში“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 5
#5  ფაცურა
      
ჩემი აზრით გახარია კარგი მინისტრია და არ უნდა გადადგეს მან ძალიან კარგად გაართვა თავი ბევრ გამოწვევას მათშორის პანკისში განვითარებულ მოვლენებს და არც ის მიმაჩნია სწორად რომ რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდების აზრი მთელი ერის აზრი იყოს და მათი მოთხოვნა რეფერენდუმათ არ უნდა ჩაითვალოს არც იმ აზრს ვიზიარებ რომ აქცია არარის პოლიტიკოსების მართული ეს კარგად ჩანს კადრებში ვინ აძლევს მითითებებს აქციის ორგანიზატორებს და ვისი რუპორები არიან
24 ივნისი 2019 05:02
#4   დუგლასი
      
რატომ მიიყვანა აქამდე საქმე ,,ქართულმა ოცნებამ,,?რატომ შეუქმნა ფაისტურ ნაციონალურ მოძრაობას სასათბურე პირობები,მაშინ ,როცა ხალხი მოითხოვდა ამ პარტიის აკრძალვას!მაინტერესებს გახარიამ გასცა ბრანება თვალში ესროლეთ ხალხს და ,,ტკინის ტყვიები,, გამოიყენეთო?
24 ივნისი 2019 02:52
#3   ლალი
      
ძალიან კარგი! ანტიკონსტიტუციური მოწოდებისათვის ყველა უნდა დაისაჯოს, ასევე უნდა დაისაჯონ ისინი, რომლებმაც ძალას გადაამეტენ! საზოგადოება დიდიხანია საუბრობს იმაზე, რომ არ შეიძლებოდა ნაცზონდერების დატოვება და ერთხელაც ისინი მოაწყობდნენ პროვოკაციას! გაწმინდეთ თქვენი რიგები სამაგალითოდ დასაჯეთ!!!
22 ივნისი 2019 09:42
#2   მანანა
      
რატო თვითონაც არ გახვედი და არ დააწყნარე ხალხი, შეგეშინდა ნაცებიდან ვინმე პროვოკატორმა რაიმე არ მესროლოსო, ასეთივე მოტივით მიიმალნენ ოპოზიციის ლიდერები ვინმე პროვოკატორმა ოცნებიდან არ გვესროლოსო ,გაუფრთხილდით რუსი ეროვნების ხალხს ყველა ცოცხალი და უვნებელი იყოს რაიმე პროვოკაცია არ დაუშვათ თორე პუტინი ჩასაფრებულია
22 ივნისი 2019 06:26
#1  venera davitiani
      
რატომ აკამდე არ მიიგეტ გადამწყვეტი ზომები ასეტ არეულობამდე რატომ მიიყვანეტ საკმე უპირველსე ყოვლისა ტკვენი რიგებიდან მოგალატეები გაწმინდეტ ყველა პიროვნება ჰეისწავლეტ გადახედეტ მატ წარსულს და ასეტ ჰედეგს არ მიიგებტ ბევრი მოგალატე ტკვენს რიგებჰია ბატონო გახარია პირადად არ გიზნობტ მაგრამ როგორც ემიგრანტი ვადევნებ ტვალყურს ტკვენნაირი სპეზიალისტები ნამდვილად სჰირდება საკარტველოს მაგრამ იკნებ სხვა სფეროებჰიც დაასაკმოტ საკარტველოზე ჰეყვარებული და არა ფულზე გამწარებული პიროვნებები ნეტავ საკარტველოჰი ვიყო მაგრამ სამწუხაროდ ემიგრანტი ვარ და არ მაკვს საჰუალება რომ ტკვენს გვერდიტ ვიყო იმედია ყველაფერი დალაგდება
22 ივნისი 2019 03:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი