თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აწარმოებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი გეგმა-გრაფიკის შესახებ ისაუბრეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 6 მლნ ლარზე მეტი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის 14 მსხვილმასშტაბიანი პროექტი:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.