ნიკა მელია გიორგი გახარიას მიმართავს: მართლა გგონია, რომ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდები? ძალიან მალე გნახავთ თვითმფრინავში ჩამჯდარს და გაიქცევი
21-06-2019, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრემიერ მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებისა და აღნიშნულ მოვლენებზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, უმწვავესად აკრიტიკებს.

 

 

მელია გიორგი გახარიას კრიმინალს უწოდებს, ხოლო მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრემიერ მინისტრმა იცრუა, როდესაც რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

 

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ.

 

 

,,ვის რას ელაპარაკები შენ გახარია? შენ მართლა გგონია, რომ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდები? ძალიან მალე გნახავთ თვითმფრინავში ჩამჯდარს და გაიქცევი.

 

 

მოემზადეთ თვითმფრინავებში ჩასასხდომათ....

 

 

გუშინ ჩაიდინეთ თქვენ წარმოუდგენელი, აღმაშფოთებელი საარაკო მოაღალატეობრივი აქტი. პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშის აფრიალების ტოლფასი იყო ის, რაც გააკეთეთ და ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი....

 

 

ხალხი არის ყველაზე მთავარი და იქნება ყოველთვის. მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ტყვია გაუსროლია, იმ ხელისუფლებას როგორ დამთავრებია? - ძალიან კარგად ვიცით. ეს ხელისუფლება ვერ იქნება გამონაკლისი....

 

 

აგერ თქვენ, ბატონო გახარია, აგერ მე და აგერ საქართველოს მოსახლეობა - რამდენ ხანში ჩაჯდებით თვითმფრინავში და მოსკოვში გაფრინდებით. წამზომი ჩართულია", განაცხადა ნიკა მელიამ ,,რუსთავი 2"-თან პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი