გიორგი მარგველაშვილი: შეუძლებელია ჩვენი დაჩაგვრა და დათრგუნვა
11-08-2015, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს. მოქმედებს ჩვენთვის ყველაზე უფრო მძაფრ ჭრილობაზე და ცდილობს, იმოქმედოს ჩვენს მოთმინებაზე, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი მოთმინება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ საღამოს, შინდისში, დაღუპული გმირების პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


შინდისში, პრეზიდენტთან ერთად, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.


“დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მიწა- წყალი. ამ თავდადებამ მოგვიყვანა დღეს თანამედროვე სახელმწიფო და გადაგვატანინა რთული პერიოდები.



ჩვენმა თანამემამულეებმა აქ გამოჩენილი თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიძინეს უკვდავება. სწორედ ასეთი გმირობის ფასად იქმნება ქართველი ერი.



ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს. მოქმედებს ჩვენთვის ყველაზე უფრო მძაფრ ჭრილობაზე და ცდილობს, იმოქმედოს ჩვენს მოთმინებაზე, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი მოთმინება, რადგან დღეს სიამაყით ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც ვერ დაგვჩაგრეს, ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული.



ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. არცერთი მათგანი არ გატყდა და შესაბამისად, არ გავტყდით ჩვენც!



აქედან გამომდინარე, ჩვენ მოთმინებაზე თამაში სრულიად უსარგებლოა, ჩვენს უკან დგანან ჩვენი გმირები, დგას ჩვენი წარსული, ჩვენი რწმენა, რომელშიც არავის არასდროს არ შეუტანია ეჭვი, ჩვენი ისტორიის უფრო რთულ მომენტებშიც კი! რწმენა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთიანი და იმ მომენტში, როდესაც ეს ერთიანობა დარღვეულია არ არსებობს ქართველი, რომელიც არ ფიქრობდეს - რა ღვაწლი შეიტანოს ამ ერთანობის აღდგენაში.



ამიტომ შეუძლებელია ჩვენი დაჩაგვრა და დათრგუნვა, სანამ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც დღეს მივაგებთ პატივს და ვისაც დღეს ვუცხადებთ მადლობას“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი