ჟურნალისტი ელისო კილაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს და მოუწოდებს ნუ გაჯიუტდება - დაითხოვოს მთავრობა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა და დათანხმდეს პროპორციული სისტემით არჩევნებს, შემდეგ კი ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც არჩევნებს მოიგებს.
„ბ-ნო ბიძინა, პირველად მოგმართავთ საჯაროდ და ძალიან მინდა ეს სტატუსი ბოლომდე წაიკითხოთ:
2007 წლის 7 ნოემბერს, როცა რუსთაველზე ვიდექი რეზინის ტყვიებში ,მაშინ ყველაზე ძალიან იმ ხელისუფლების წასვლა მინდოდა მოუსავლეთში!
27 მაისის დილას, როცა დარბეულ და დალეწილ მეგობრებს საავადმყოფოებში ვეძებდი,როცა ბესო ტაბატაძეს თვალი მოთხარეს, მაშინ უკვე ვიცოდი რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმ ხელისუფლების მოსაშორებლად.
ამიტომ მიხაროდა, როცა ხელისუფლება იცვლებოდა და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, იმისათვის რომ ოცნება გამარჯვებული ყოფილიყო!
მეიმედებოდით!
მერე დაიწყო და დაიწყო - კორუფცია, ნეპოტიზმი, უსამართლობა, ბიუჯეტის ქურდობა, სახელმწიფოს მიტაცება!
მეც დავიწყე და დავიწყე ხმალამოღებული ომი ამ ჩინოვნიკების წინააღმდეგ!
შემეძლო კი მშვიდად მეცხოვრა!
შვილი დამიჭირეს!
დღეს ალბათ უკვე იცით რომ ყველაფერში მართალი ვიყავი,ანგარება არ მამოძრავებდა და ამიტომ აღარაა არც ერთი ის ჩინოვნიკი თანამდებობაზე!
ახლა როცა 2019 წლის 20 ივნისია, რუსთაველზე ისევ სისხლი დაიღვარა, ამ ლაქას თქვენი ხელისუფლება ვეღარ მოიშორებს!
თქვენ მოგმართავთ ბ-ნო ბიძინა უფსკრულის პირას დგახართ!
ერთი ნაბიჯია!
ქვეყანა არნახულ კრიზისშია!
მორალური უპირატესობა დაკარგეთ!
ნუ გაჯიუტდებით - დაითხოვეთ მთავრობა, გააუქმეთ მაჟორიტარული სისტემა და დათანხმდით პროპორციული სისტემით არჩევნებს!
მერე კი ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარეთ იმ პოლიტიკურ ძალებს (ძალა აღარ იქნება), ვინც არჩევნებს მოიგებს!
ეს ქვეყნის და თქვენი შანსია!
ამ სიმართლეს ე.წ. „გუნდში“ არავინ არ გეტყვით!
მე უნდა გითხრათ და გეუბნებით!“ - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.