ვლადიმერ პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების განხორციელება აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს
22-06-2019, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. აღნიშნული ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოსცა.

 


პუტინი მთავრობას, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებას ავალებს, ხოლო ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში საგზურების გაცემის შეჩერების რეკომენდაციას აძლევს.

 


კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პუტინი ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებების უზრუნველყოფას ავალებს.

 

 

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვა, საქართველოში ვითარების ნორმალიზების შემდეგ მოიხსნება.

 

 

„საქართველოში ვითარების ნორმალიზება უნდა მოხდეს, მოიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხე“, განაცხდა პესკოვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი