საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ელჩებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამცირებლად მზადაა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომლებსაც არა აქვთ დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.