ნინო ბურჯანაძე: რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე გავრილოვის წამოსკუპებას
22-06-2019, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

20 მაისის ღამე - კიდევ ერთი სისხლიანი ღამე რუსთაველზე - ასე შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ის, რაც ვიხილეთ, ერთმნიშვნელოვნად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს.

 

 

მისი თქმით, ეს უბედურება მოჰყვა ხელისუფლების უგუნურებას.

 

 

„დიდი პოლიტიკური გამჭრიახობა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ქართველი ხალხისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოშუშებია აფხაზეთის, ცხინვალის და 2008 წლის აგვისტოს ომის ჭრილობები, მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იქნებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, დუმის მოქმედი დეპუტატის ხილვა და ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა. ის, რასაც ჩვენ ვაცხადებდით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, წამოგვესკუპა გავრილოვი ან სხვა მისი კოლეგა. ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმ უბედურებისთვის, რაც მოხდა, მხოლოდ ეს არის ვითარების სტაბილურობისთვის ერთადერთი გამოსავალი”, განაცხადა ბურჯანაძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი