ნინო ბურჯანაძე: კობახიძის მსგავსი პაიკების გადანაცვლებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება
22-06-2019, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძის გადაყენებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

 

 

„ბიძინა ივანიშვილს, გუშინ რომ გაეთავისუფლებინა ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან, ამით თავიდან აიცილებდა აქციის დარბევის უმძიმეს ფაქტს. კობახიძის მსგავსი პაიკების გადანაცვლებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

 

 

დღეს უკვე ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა და ვადამდელი პროპორციული არჩევნებით წასვლა მოუწევს", განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი