ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის პირველი მოადგილის გიორგი მახათაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გუგავას ხელმძღვანელობით, ჩატარდა სამუშაო თათბირი მუნიციპალიტეტში 20 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად განხორციელებული ზარალის შესწავლის და მისი აღმოფხვრის მიზნით.
ცაგერის მერიის ცნობით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს მიეცათ დავალებები-ადგილზე შეისწავლონ საკითხი, დათვლილი იქნეს ზარალი. ამავდროულად, განხორციელდეს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა.
პრობლემური საკითხი პარალელურად დაისმება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე მომავალში მისი გადაჭრის მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.