დავით ჭიჭინაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა - „ტრიბუნა“ დააფუძნა
22-06-2019, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა, სახელწოდებით „ტრიბუნა" დააფუძნა.

 

 

განცხადება მოძრაობის პრეზენტაციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

 

 

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. უნდა ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენს ღირსებას დაიცავს და შეგვეძლება საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო ააცდინოს იმ გზას, რომელზეც მრავალი ათასი წელი ჩვენ მოვდივართ. ჩვენ ვართ ღირსებით აღსავსე ერი. ჩვენ არასოდეს არც ერთი ერის წინაშე თავმოდრეკილი არ ვმდგარვართ, არც ერთი ერის წინაშე ჩვენ არ გვიგრძვნია, რომ ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი ერი. სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ მოვიყვანეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ისეთი, რომელიც  ამ ერს შეეფერებოდა. ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი ხელისუფალი, რომელიც დაფიქრდა და დაპირებული შეგვისრულა, ეს იყო ზვიად გამსახურდია. ის დაპირდა ამ ქვეყანას დამოუკიდებლობას და ზუსტად, ხელისუფლებაში მოსვლიდან ხუთი თვის თავზე, მან გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. იმის შემდეგ, არც ერთი ხელისუფალი მოსული სათავეში, არ ასრულებს თავის დაპირებას. ჩვენ ვითმინეთ, ვითმინეთ და მივედით იმ ზღვარზე, სადაც გავიარეთ. ვნახეთ ჩვენი ხელისუფლების სათავეში, გამოჩენილი პოლიტიკოსიც - ედუარდ შევარდნაძე. ვნახეთ ახალგაზრდა პოლიტიკოსი - ამბიციური მიხეილ სააკაშვილი. ვნახეთ მდიდარი ადამიანი, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს მოემსახურებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთმა მათგანმა არ გაამართლა ჩვენი არჩევანი. სახალხო ტრიბუნა დღეს იმიტომ არის სწორედ აქტუალური, რომ ჩვენ მათ გავაგონოთ ის ხმა, რასაც ხალხი ფიქრობს. ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ ისეთი შეურაცხყოფილები, როგორიც დღეს ვართ.... ამ ორგანიზაციის დაფუძნება არის ზუსტად იმისკენ მიმართული, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა", განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   ruslan abeslamidze
      
var kobuletshi xutsubnis mtsxovrebi.
msurs tkvens mojraobashi gatsevrianeba da ara marto me.
dgevandel rtul ekonomiur mdgomareobastan dakavshirebit mxolod tkven saubrobt stor gzaze xalxis gadasarchenad da me da chem xalxs gvinda tkens gverdit vikot.
5 აპრილი 2020 09:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი