თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „თავად პუტინმა, გავრილოვმა, კარასინმა გააჟღერა ეს გზავნილი, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები, პროტესტანტები, ადამიანები, ვინც გააძევეს აქედან სერგეი გავრილოვი, ისინი უნდა დასჯილიყვნენ“
22-06-2019, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კრემლმა, თავად პუტინმა, გავრილოვმა, კარასინმა გააჟღერა ეს გზავნილი, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები, პროტესტანტები, ადამიანები, ვინც გააძევეს აქედან სერგეი გავრილოვი, ისინი უნდა დასჯილიყვნენ. ამიტომ ეს აგრესია, ეს რეპრესიები არის კრემლის დავალება გახარიასადმი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 


„მანამ, სანამ ხელისუფლება შეასრულებს ჩვენს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ჩვენ ასევე გვინდა მივმართოთ დაკავებულების ოჯახების წევრებს და ახლობლებს, რომ მათ შეუძლიათ მოგვმართონ აქ, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში, ჭავჭავაძის 49 ნომერში, რომ მათ გავუწიოთ იურიდიული დახმარება და დროულად გამოვიყვანოთ ეს ადამიანები იმიტომ, რომ რაც დღეს ხდება, რეალურად არის კრემლის დავალების შესრულება. სწორედ კრემლმა, თავად პუტინმა, გავრილოვმა, კარასინმა გააჟღერა ეს გზავნილი, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები, პროტესტანტები, ადამიანები, ვინც გააძევა აქედან სერგეი გავრილოვი, ისინი უნდა დასჯილიყვნენ. ამიტომ ეს აგრესია, ეს რეპრესიები არის კრემლის დავალება გახარიასადმი და დროა მან დაივიწყოს საკუთარი ყოფილი სამშობლო, რომელსაც, როგორც ჩანს ახლაც თავის ნომერ პირველ სამშობლოდ მიიჩნევს და არ აღასრულოს პუტინის დავალებები, ნაცვლად ამისა, შეისმინოს ხალხის მოთხოვნები, მათ შორის ის, რაც გაჟღერდა გუშინდელ მრავალრიცხოვან აქციაზე და გაათავისუფლოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამ ადამიანების დაკავება ხდება პოლიციელების ცრუ ჩვენებების საფუძველზე და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე“, განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

გიორგი ვაშაძის თქმით კი, „300-ამდე ადამიანი ამ დრომდე არის დაკავებული, აბსოლუტურად უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი გარემოებების გარეშე, ერთმანეთისგან გადაკოპირებული სასამართლო გადაწყვეტილებებით.

 


„არიან მოსამართლეები, ვინც თითქოს რამდენიმე საათში განიხილა 30 დამოუკიდებელი საქმე და პატიმრობა მიუსაჯა ამ ადამიანებს. ყველა ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი“, განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ ოპოზიცია დღეს საღამოს პარლამენტის შენობასთან ისევ შეიკრიბება და კიდევ ერთხელ მოითხოვს გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი