„სამართლებრივად სწორი მოქმედება“ უწოდა უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ თბილისში, პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს გამართულ აქციაზე, „დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიციის“ „იძულებით“ ნაბიჯს, ძალის გამოყენების თაობაზე, თუმცა წუხილით აღნიშნა, რომ „ძალის გადაჭარბება ნამდვილად მოხდა“.
„ყველაფერი, რამაც ამ მოთხოვნას შეუქმნა წინაპირობა, ეს არის კარგად ორგანიზებული ჯახი, რომლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა. ასეთი ჯახის პირობებში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რასაც 2014 წლიდან ჯერ კიდევ ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობა და რაც არაერთხელ ტელევიზიითაც მოვისმინეთ.
სამწუხარო ფაქტია, რომ ძალის გადაჭარბება ნამდვილად მოხდა რიგ შემთხვევებში, ამაზე აუცილებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო, მაგრამ სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა არ უნდა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია სამართლებრივად სწორი მოქმედება. ასე რომ, ყველა დაფიქრდეს მოთხოვნებთან დაკავშირებით და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს“, განაცხადა ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.