კახა კალაძის განცხადებით, იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების ქმედებას, რომლებიც პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს შტურმისა და პარლამენტის აღებისკენ მოუწოდებდნენ, აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება
22-06-2019, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობასთან მომხდარზე „სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციულ ძალებს და პოლიტიკოსებს ეკისრებათ, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ, პარლამენტის აღებისკენ“ და ამას კალაძის თქმით, „აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება“.

 


„არავისთვის არ იყო მისაღები იმ ადამიანების ხილვა პარლამენტში, ვისგანაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ადამიანებს ჰქონდათ ძალიან სწორი გამოხატულება და პროტესტი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები. დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად. ამას არანაირი გამართლება არ აქვს და საღამოს განვითარებული მოვლენები, ეს არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა - და ეს ჩვენ ვიხილეთ, საზოგადოებამ ნახა ეს ყველაფერი, გავრცელდა ამის ვიდეოკადრები - ვინც მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ, პარლამენტის აღებისკენ. ეს იყო ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, ამას მოყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან. ეს ასე არ დარჩება, დაუშვებელია“, აცხადებს კალაძე და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აქციაზე მყოფების ნაწილმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.

 

 

 


კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ ადამიანების გამოჯანმრთელებაში.

 


კალაძე ასევე ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბების ფაქტებიც არ დარჩება რეაგირების გარეშე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი