საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ პარლამენტის შენობასთან გამართულ მიტინგზე „ადამიანების დაზიანების უკიდურეს ფონზე შექმნას ის დღის წესრიგი, რომელიც მას აწყობს“.
უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ესმის იმ ხალხის, ვინც ითხოვს, რომ არ იყვნენ პოლიტიკოსები აქციაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ „უფრო მეტი პრეტენზია ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ იგივე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც გაშლილი დროშით შემოუძღვა რუსეთის საოკუპაციო ძალებს“.
„მნიშვნელოვანია, რომ „ნაცმოძრაობამ“, ისევე როგორც „ახალმა ნაცმოძრაობამ“ და კიდევ რაღაც პატარა პარტიებმა თუ ერთკაციანმა პარტიებმა მიაღწიეს გარკვეული ნარატივის შექმნას ამ მიტინგზე, რეალური სიტუაციის შეფასების დრო არავის დარჩა და ფაქტობრივად, ამ რუსული თემის, რუსეთთან მიმართებაში შექმნილი პრობლემის ნარატივად ჩამოაყალიბეს, თითქოსდა ეს არის მთავარი პრობლემა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლეს დონეს მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის სისტემასთან დაახლოების საქმეში. აქეთ მხარეს კიდევ ცდილობენ, რომ ისედაც უკიდურეს ნიშნულზე მყოფი ქართულ-რუსული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბონ, ვინიცობაა და ამ საკითხს მოყვეს კიდევ მეტი დაძაბულობა, კიდევ მეტი აგრესია, ეკონომიკური ემბარგო და მთლიანობაში აირიოს ქვეყანა, რომ შემდეგ როგორმე მოახერხონ და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.
რეალურად, ეს არის ბრძოლა „ნაცმოძრაობის“, რომელიც ცდილობს, რომ ამ უკიდურეს ფონზე, რასაც ჰქვია ადამიანების დაზიანება, რაც მოხდა სამწუხაროდ, შექმნას ეს დღის წესრიგი, რომელიც მას აწყობს. მესმის იმ ხალხის, ვინც ითხოვს, რომ არ იყვნენ პოლიტიკოსები აქციაზე, თუმცა ვფიქრობ, უფრო მეტი პრეტენზია ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ იგივე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც გაშლილი დროშით შემოუძღვა რუსეთის საოკუპაციო ძალებს. ეს თემა არის რეალურად საორჭოფო და ამ თემის გარშემო მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება და წინა პლანზე წამოწეული ჰყავთ ხალხი - ერთი, რომელიც დააპირისპირეს პოლიციას და მეორე, რომელიც ცდილობენ ამ უბედურების ფონზე, რაც დაატყდა რამდენიმე ადამიანს და დაზიანდა, შექმნან სკანდალური გარემო. ვიზრუნოთ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ეს არის მთავარი თემა. სტუდენტებისაც მესმის, თუმცა ასე ხაზგასმით მხარდაჭერა ან პოლიტიკური ნიშნით შეფასების არც უნარი მაქვს ახლა, რადგან არ მაქვს სრული ინფორმაცია, რას ფიქრობენ და ვინ არიან. მაგრამ ფაქტია, რომ პარტია რომელიც ცდილობს, წაიყვანოს პროცესი, არის პროვოკაციებზე ორიენტირებული და მგონი საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად ესმის ეს ყველაფერი“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.