„შემიძლია სიზუსტით გითხრათ, რომ ახლა ორი-სამი ადამიანი განიხილავს ხელისუფლების არა ხვალ, მაგრამ უახლოეს ხანებში დათმობის, გადაცემის გეგმას“, უთხრა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შაბათ ღამით „რუსთავი 2“-ს ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა არმაზ ახვლედიანმა.
მისი თქმით, „ივანიშვილი დათმობს, თუკი ის მიიღებს გარანტიებს, თუ მიიღებს საკუთარი ხელშეუხებლობის, ოჯახის და ქონების შენარჩუნების გარანტიებს“.
„ასე რომ, თუ ის აცნობიერებს, რომ უნდა შეძლოს და მშვიდობიანი გზით გადააბაროს ხელისუფლება, შესაძლოა, რომ მან მიიღოს გარანტია, რომ არ იქნება გარიყული ქართული სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო სივრციდან“, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.