მარინე მიზანდარი პრემიერის ბრძანებას გაასაჩივრებს
11-02-2014, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ პრემიერის ბრძანებას სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ გაასაჩივრებს.

 

მიზანდარის განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მას დახმარებას დაპირდა. მიზანდარის თქმით, ის საიას იურისტებთან კონსულტაციას გაივლის და შემდეგ ჩამოყალიბდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმულირება მიეცემა საჩივარს.



მიზანდარი ამბობს, რომ ამ ვითარებაში იგი არ მოითხოვს თანამდებობაზე აღდგენას, არამედ მოელის განმარტებებს, თუ რას გულისხმობდა დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა.



მარინე მიზანდარი ამ დროისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იმყოფება, რათა საკუთარი ნივთები წამოიღოს.

 

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 5 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან მარინე მიზანდარის გადაყენების მოთხოვნით. ირაკლი ღარიბაშვილმა მიზანდარის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი 10 თებერვალს მოაწერა.

 

 

 

 

http://netgazeti.ge/GE/105/News/28014/ 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი