კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ „ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ“ და თხოვნით მიმართა მრევლს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და არ დაუშვან რაიმე შეცდომა
23-06-2019, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ „ძალიან რთულ დროს“ ვცხოვრობთ და თხოვნით მიმართა მრევლს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და არ დაუშვან რაიმე შეცდომა.

 


„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მე მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, ღმერთი მშვიდობას და ღვთის წყალობას მოგვცემს. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისშობლის მფარველობის ქვეშ არის, განსაკუთრებით იფარავს საქართველოს“, ბრძანა ილია მეორემ.

 

 

პატრიარქმა ასევე თქვა, რომ მეუფე კალისტრატეს დღეს, ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ.

 


„გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე, ქუთათელ-გაენათელი. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. შევთხოვთ უფალსა, რომ უფალმა აცხოვნოს მისი სული და დაამკვიდროს, სადაცა მართალნი განისვენებენ“, განაცხადა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი