კახა კალაძე: კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოს აქციისთვის განკუთვნილი გახმოვანების აპარატურა მერიამ მოიპარა
23-06-2019, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უპასუხისმგებლო განცხადება და მიზანმიმართული ტყუილი უწოდა კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციები და აპარატურა თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა.

 


კახა კალაძის თქმით, კონსტრუქციები, „თბილსერვისჯგუფის“ მიერ დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, დროებით იქნა გატანილი და ისევ ადგილს უბრუნდება.

 


„პირველ რიგში, უპასუხოდ ვერ დავტოვებდი კონკრეტული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინც ცდილობს, სახელი შეუბღალოს დედაქალაქის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს და რაც მთავარია, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.

 


დასუფთავების სამსახური ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას. ამ სამსახურის წარმომადგენლები, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და თითოეულ მათგანს ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. სამსახურის მიერ რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია, დილის საათებში დასუფთავდა. რადგან ადგილზე არ იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც კონსტრუქციებზე იტყოდა, რომ მათია, დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში ინფრასტრუქტურა დროებით გადატანილ იქნა საწყობში, ხოლო მას შემდეგ, როგორც კი გამოუჩნდა პატრონი, ბრუნდება უკან.

 


ამასთან, მოვისმინეთ განცხადებები, რომ თითქოს მერიამ მოიპარა ტერიტორიიდან გახმოვანების აპარატურა, რაც არის დიდი ტყუილი. თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ რაიმე მორალური გრძნობა, ვთხოვ, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს გავრცელებული დეზინფორმაციისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სცენის კონსტრუქციები ტერიტორიის დასუფთავების ფარგლებში დროებით იქნა გადატანილი, ხოლო გახმოვანების აპარატურა დასუფთავების სამსახურს ადგილზე არ დახვედრია. რაც შეეხება ჯებირებს, მასთან დაკავშირებით მოთხოვნა კეთდება დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციაში და ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფს კონკრეტული რაოდენობის ჯებირებს ქალაქში გამართული ღონისძიებების გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი