გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი გენერალური დირექტორი ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კუ დონჟუ გახდა, რომელმაც 191 წევრი ქვეყნიდან 108 სახელმწიფოს მხარდაჭერა მიიღო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მეორე ადგილზე საფრანგეთის წარმომადგენელი კატრინ ჟელა-ლანელი გავიდა, რომელმაც 71 ხმა მიიღო. საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, დავით კირვალიძემ კი, 12 ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო.
კირვალიძის კანდიდატურას მხარს უჭერდა აშშ, ევროკავშირის ქვეყნებმა კი მხარდაჭერა საფრანგეთის კანდიდატს გამოუცხადეს.
კუ დონჟუ საერთაშორისო ორგანიზაციას ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს და ბრაზილიელ გრაციანო და სილვას შეცვლის.
არჩევნების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.