„ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
მან გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომ არ გაბედონ „ნებისმიერი ფორმით ამ ტელეკომპანიასთან მოახლოება“.
„ის რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს შეადგენენ. ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა იყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა.შ. არ გაბედოთ ამის გაკეთება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამია ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება „რუსთავი 2“-ში შეიჭრება და დაარბევს მას, ის მიიღებს „გამძვინვარებულ პროტესტებს ქუჩებში“.
„კიდევ ერთხელ მივმართავ, ყველა იმ ადამიანს ხელისუფლებაში ვინც არიან, პატრიოტები, არ დაუშვათ ამ გადაწყვეტილების მიღება, არც ამაღამ არც სხვა რომელიმე ღამეს. „რუსთავი 2“- ის დახურვა და ეთერის ჩაქრობა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ ადამიანები გააჩეროთ. მიიღებთ გამძვინვარებულ პროტესტებს ქუჩებში, მათ შორის იმათგან, ვისაც არ უყვარს რუსთავი 2, ეს გამძვინვარებული პროტესტები იქნება გამოყენებული ათასი რჯულის პროვოკატორის მხრიდან და ქართული სახელმწიფოს ბედი ძალიან ბუნდოვანია ამ ვითარებაში. ყველაფერი ისედაც მყიფეა. მე რომ მინდოდეს რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა და ამ პროცესების ისტერიამდე გაზრდა მერწმუნეთ მე ახლა ამ განცხადებას კი არ გავაკეთებდი, კამერებით ჩასაფრებული დაგელოდებოდით და დარბევას და სისხლს გავუშვებდი პირდაპირ ეთერში და მერე მოხდებოდა ის, რასაც თქვენს ენაზე რევოლუცია ჰქვია, მე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. ხელისუფლების ცვლილების სურვილი მაქვს მაგრამ ამას თავისი წესი აქვს და ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, განაცხადა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.