ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანეს
23-06-2019, 20:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანეს, იტყობინება ამ წუთებში „რუსთავი 2“.

 

 

როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ჩაფხუტებით და ფარებით შეიყვანეს ივანიშვილის სასახლის შიდა ტერიტორიაზე, სადაც ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს.

 


„გიდასტურებთ, რომ პოლიციაა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ ყოველთვის, სადაც დაირღვევა და იქნება ამის მცდელობა, შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. იქ, სადაც ამის საფრთხე იქნება, იქ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება“, უთხრა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სამაუწყებლო კომპანიას.

 

 

პარლამენტის შენობის წინ კი, უკვე მე-4 დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომა, აქციაზე დაპატიმრებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

 


საპროტესტო აქციაზე შაბათს ითქვა, რომ თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შესაძლოა პროტესტის ტალღამ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გადაინაცვლოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი