არჩილ თალაკვაძემ ნიკა გვარამიას განცხადებას „რუსთავი 2“-ის შესაძლო დარბევის შესახებ „სრული აბსურდი და სიცრუე“ უწოდა
23-06-2019, 20:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა არჩილ თალაკვაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დარბევის შესაძლებლობის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას „უბინძურესი პროვოკაცია“ უწოდა და თქვა, რომ საქართველოში არც ერთ მედიასაშუალებას საფრთხე არ ემუქრება, გვარამიას განცხადება კი მხოლოდ საპროტესტო მუხტის ამაღლებას ემსახურება.

 

 

„მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად.

 


პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას, მითუმეტეს ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.

 


კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას არ ემუქრება.

 


მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს ეთერში და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად გაგრძელება და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ“, განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   Ija
      
მატყუარა მთავრობის არც ერთი სიტყვა დასაჯერებელი არ არის!!!! 7 წლის ნაცნობი ქოსატყუილების გუდას არ ვენდობით!!!!
23 ივნისი 2019 12:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი