თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
24-06-2019, 00:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა.

 


გზაგამტარის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

 


„მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მოწყობა დასრულებულია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, ამ კონკრეტული გზით ისარგებლონ. აქ სერიოზული პრობლემა იყო საცობების მიმართულებით. პროექტის განხორციელების შემდეგ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა განიტვირთება. პროექტი შარშან დავიწყეთ და იყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ დროში გაიწელა. მე ამას ავხსნი: პირველადი პროექტი, რომელიც შემუშავდა, იყო პრობლემური იმ თვალსაზრისით, რომ მწვანე სივრცე უნდა განადგურებულიყო. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის გამო, პროექტი შეიცვალა და განხორციელდა ისე, რომ მწვანე სივრცე შენარჩუნდა და მინიმალური ჩარევა მოხდა.

 


დარჩენილია შემდეგი სამუშაოები: გზის დახაზვა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და ახალი გზა გამყოფების გამწვანება, რაც რამდენიმე დღეში დაიწყება. ასევე, საფეხმავლო კიბეები და ლიფტები მოეწყობა, რომლითაც სარგებლობა შეეძლება მოსახლეობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 


კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოებში იყო ჩართული.

 


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო პირველივე დღიდან, მათ შორის პროექტის ავტორს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები, რეგიონები იყოს ყველაზე განვითარებული, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა და ეს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. იცოდეთ, რომ ჩვენ 24-საათიან რეჟიმში, ყოველთვის თქვენს სამსახურში ვართ. მთავრობის ყველა წევრი, მერიის ყველა თანამშრომელი, მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს მოწესრიგებული, უსაფრთხო, კომფორტული საცხოვრებლად. დარწმუნებული ვარ, ამას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 


დედაქალაქის მერთან ერთად, ორდონიანი კვანძის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს პარლამენტის დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ილია წულაია, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქოს სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.

 


აღნიშნული გზაგამტარი წარმოადგენს რკალისებურ ესტაკადას, რომელიც იწყება სარაჯიშვილის ქუჩიდან, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და უერთდება აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას.

 


პროექტი უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთვას ვაშლიჯვრის დასახლებაში, გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის, ასევე, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით.

 


სამშენებლო სამუშაოების პროცესში პროექტში შევიდა ცვლილებები. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ალტერნატიული პროექტით, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრა. მაგალითად, თავდაპირველი პროექტით თუ გათვალისწინებული იყო 47 დიდი და 198 პატარა ხე-მცენარის მოჭრა, ალტერანტიულით მოიჭრა სულ 17 ერთეული ხე-მცენარე, ხოლო გადაირგო 27; საკომპენსაციოდ დაირგო 140 ხე-მცენარე; ამავე დროს, ალტერნატიული პროექტის მიხედვით, თბილისის მერიას ნაკლები შეხება მოუწია კერძო საკუთრებასთან, რამაც დაზოგა დედაქალაქის ბიუჯეტი; 246 მ სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი ორზოლიანია და 8-მეტრი სიგანისაა, ნაცვლად 6 მეტრისა.

 


სავალი ნაწილის გარდა, ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება 2მ სიგანის ტროტუარი. შშმ პირთათვის გადაადგილების გამარტივებისთვის მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მხარეს დამონტაჟდება ლიფტები.

 


სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ აწარმოებდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

 

 

კომენტარები: 1
#1  nino
      
ნაძალადევშიც რომ გაკეთდეს დამაკავშირებელი კვანძი მართლა საბოლოოდ ამოისუნთქავს დედაქალაქი. იქნებ ნაძალადევსაც მიხედოთ
25 ივნისი 2019 08:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი