თურქეთის მმართველმა პარტიამ სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნები წააგო, იტყობინება BBC უახლეს შედეგებზე დაყრდნობით.

ხმების დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია და მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ (მაღლა ფოტოზე) ამომრჩეელთა 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა (მაღლა ფოტოზე) დამარცხება აღიარა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი გამარჯვებულ კანდიდატს მიულოცა.
„ვულოცავ ეკრემ იმამოღლუს, რომელმაც წინასწარ შედეგებზე დაფუძნებით არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა“, დაწერა ერდოღანმა „თვითერზე“.
გამარჯვების გამოცხადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში იმამოღლუმ განაცხადა, რომ შედეგებმა „ახალი დასაწყისი“ მონიშნა, როგორც ქალაქისთვის, ისე ქვეყნისთვის.
„ჩვენ სტამბოლში ახალ ფურცელს ვშლით. ამ ახალ ფურცელზე იქნება სამართლიანობა, თანასწორობა, სიყვარული“, თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.