ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა - პრემიერ მინისტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აფასებს
24-06-2019, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარტიის თავმჯდომარემ გაახმოვანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი მხარს უჭერს.

 

 

,,პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა. ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. მოგეხსნებათ, რომ სწორედ ,,ქართული ოცნების" ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად, 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ამავე დროს, რომ უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები....

 

 

ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე.

 

 

აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარით მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.

 

 

ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატია", უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, სადაც მანამდე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი