პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჩუგოშვილი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
,,გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ", ამბობს ჩუგოშვილი და მიიჩნევს, რომ აქციაზე ძალის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა.
როგორც მან ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ,,აქციაზე ძალის გამოყენება აუცილებელი გახდა სწორედ იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა".
მისივე თქმით, ძალის გამოყენებისა და ძალის გადამეტების შემთხვევებს სამართლებრივი პასუხი გაეცემა და საჭიროა, კონკრეტული პირების, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.