„ევროპული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება. განცხადება ცოტა ხნის წინ პარტიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
მისი თქმით, საზოგადოებამ დღეს პირველ გამარჯვებას მიაღწია.
,,თქვენ მოახერხეთ და დაახევინოთ უკან ,,ქართულ ოცნებას" და მიაღწიეთ სამართლიან, პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და ყველა მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად. ამიტომ, მე გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს", განაცხადა ხოშტარიამ, რომლის თქმითაც, ,,აღმაშფოეთებელი და სამარცხვიანო" შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დატოვება, რომლის გადადგომაც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი, მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ადამიანებისთვის ესროლათ, დაესახიჩრებინათ", განაცხადა ხოშტარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.