დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარება არ არის ივანიშვილის ქვეყანაზე ფიქრის საუკეთესო მაგალითი, თუმცა „ახლა ბურთი და მოედანი ოპოზიციისა და ხალხის მხარეს არის“
24-06-2019, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ გაცხადებული ინიციატივა სერიოზულად დაგვიანებული გადაწყვეტილებაა, თუმცა „მიმართულია იმისკენ, რომ ყველა ადამიანს გაუჩინოს თავში ასეთი აზრი, რომ ერთ პროცენტს ხომ მე თავადაც ავიღებ, რა საჭიროა სერიოზული გუნდის შეკრება, ანუ პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია უნდა ამითი, მაგრამ როგორც იტყვიან, ახლა ბურთი და მოედანი ოპოზიციისა და ხალხის მხარეს არის“.

 


უსუფაშვილი ამბობს, რომ წინ ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი და მოსაგვარებელი, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, სამჯერ კენჭისყრა და იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა გასარკვევი.

 


„2015 წელს „ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე ედო დოკუმენტი, რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა, სამწუხაროდ ამას დასჭირდა ამდენი მსხვერპლი, ამდენი უბედურება, ამდენი დასახიჩრებული ადამიანი. ახლა ივანიშვილმა დაინახა, რომ დიახ, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ახალგაზრდობა, მან დაინახა, რომ ეს უკვე ის ზღვარია, რომლის იქეთ ან მან, ან დღესვე დატოვოს ყველაფერი, ან უნდა წავიდეს დათმობაზე, ამიტომ ეს არის იმ ადამიანების გამარჯვება, ვინც პრინციპულად და მშვიდობიანად ითხოვდა ამ ყველაფერს“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ პროპორციული არჩევნები თავად გამოეცხადებინა და ამითი ქვეყანა სწორ გზაზე დაეყენებინა. წინ ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი და მოსაგვარებელი. შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, სამჯერ კენჭისყრა და იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა გასარკვევი. გარდა ამისა, ამ აქციაზე იყო სხვა მოთხოვნები, აქციას ეს მოთხოვნები ერთმანეთზე არ გადაუბია. პროპორციული არჩევნები? – კი ბატონო, ვიწყებთ უკვე საგნობრივ მსჯელობას ამ თემაზე, მაგრამ დანარჩენი მოთხოვნები როგორც ვიცით, რჩება ძალაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დაამატა, რომ „ეს არ არის ივანიშვილის მხრიდან ქვეყანაზე ფიქრის საუკეთესო მაგალითი“.

 


„ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა ადამიანს გაუჩინოს თავში ასეთი აზრი, რომ ერთ პროცენტს ხომ მე თავადაც ავიღებ, რა საჭიროა სერიოზული გუნდის შეკრება, ანუ პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია უნდა ამითი, მაგრამ როგორც იტყვიან, ახლა ბურთი და მოედანი ოპოზიციისა და ხალხის მხარეს არის. ვინც ასე მარტივად მიუდგება საკითხებს, თუმცა სერიოზული პოლიტიკური ძალები ამ პროცესშიც მოახერხებენ წარმატების მიღწევას და პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის მომავალზე. ოპოზიციის გაერთიანება არ არის საქმე, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის მართვის შემძლე პოლიტიკური გუნდები და პოლიტიკური გუნდი რომ იყოს ქვეყნის მართვის შემძლე, მას უნდა ჰყავდეს პარლამენტშიც ბევრი წარმომადგენელი და პარლამენტს გარეთ ბევრი კვალიფიციური ადამიანი, ნულპროცენტიანი ბარიერი უქმნის მოტივაციას საკუთარ თავზე ორიენტირებულ ლიდერებს, რომ ოღონდ მე პარლამენტში ვიყო და დანარჩენი არაუშავს“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


მისივე თქმით, ეს არის გამოწვევა, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მიიღოს და წარმატებით გაუმკლავდეს.

 


„ეს არ არის ივანიშვილის მხრიდან ქვეყანაზე ფიქრის საუკეთესო მაგალითი, ეს არის ვერსია, რომ პროპორციული არჩევნები დაინახა რომ გარდაუვალია, მაგრამ როგორი პროპორციული? – აი ისეთი, როგორშიც ოპოზიციას ფრაგმენტაციისკენ ვუბიძგებთ, გააკეთა ეს, უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და შევუბრუნოთ უკვე. ჩვენ ვართ უკვე არაერთ კაცზე ორიენტირებული გუნდი, არამედ ბევრ ლიდერზე ორიენტირებული გუნდი. ვამბობთ, რომ კიდევ მეტი ხალხი უნდა შევგროვდეთ ერთად, რომ ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია, თორემ ჩვენ შორისაც არის ხალხი, რომელიც ცალ-ცალკე რომ წავიდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა შევა პარლამენტში, მაგრამ მერე? მერე რა ვქნათ. ჩვენ ჩვენ გზას ვადგავართ და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი