ხმების 0.7% - 14 000-ამდე ხმა იქნება საჭირო 2020 წელს პარტიის პარლამენტში მოსახვედრად, თუკი „ქართული ოცნების“ შეთავაზებული ინიციატივა - პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი ამოქმედდება
24-06-2019, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარება ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს ამომრჩეველთა ხმების 0.7% ის აღებას, 150 კაციან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება.

როგორც მან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, „თუკი წინა არჩევნების ანალიზს გავაკეთებთ, ეს არის დაახლოებით 12 000-დან 14 000 ხმამდე“.

კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე პროპორციულ სისტემაზე გადასვა ნულოვანი ბარიერით დაანონსა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია ძალიან ბევრი ე.წ. პოლიტიკური პარტია შეძლებს წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. საუბარია ისეთ მარგინალიზებულ ჯგუფებზე - ჰომოფობიურ ჯგუფებზე, პრორუსულ, პირდაპირ რუსული დაფინანსების მქონე პოლიტიკურ პარტიებზე და სხვადასხვა ტიპის ჯგუფებზე, რომლებსაც საშუალება ექნებათ იყვნენ პარლამენტში და ამით თითქოს წარმოადგინოს, რომ საქართველოს რაღაც პოზიციები ჟღერდება საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ფრაგმენტაცია პოლიტიკური ძალების, ძალიან ბევრი ჯგუფი იქნება და ძალიან მარტივი იქნება იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში არის, იმისთვის, ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს, ივაჭროს ასეთ ადამიანებთან და შეძლოს სხვადასხვა ფორმით უმრავლესობის მოპოვება“, განაცხადა ჩოკორაიამ.

ჩოკორაია არ გამორიცხავს, რომ არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს შეიქმნას არაერთი ე.წ. ფეიკ (ყალბი) პარტია, რათა დომინანტმა ძალამ კვლავ უმრავლესობის მოპოვება სცადოს.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის თითქოს დათმობა ანუ თითქოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნულპროცენტიანი ბარიერი შესაძლებლობას უქმნის, კონკრეტულ პარტიას, მაგალითად, „ქართულ ოცნებას“, ეცადოს, რომ კვლავ შეინარჩუნოს სხვადასხვა ხრიკით უმრავლესობა“, განაცხადა ჩოკორაიამ.

კონსტიტუციონალისტის, ყოფილი დეპუტატის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული წინადადება ჯერ კიდევ არ იძლევა ნათელ სურათს, საქართველოში როგორი საპარლამენტო არჩევნები იქნება, რადგან არაერთი დეტალია დასაზუსტებელი.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ვახტანგ ხმალაძე ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემის დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას ორი მილიონი მოქალაქე მიიღებს, ერთი მანდატი იმ პარტიას ერგება, რომელსაც ხმას 14 ათასამდე მოქალაქე მისცემს.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზღურბლი არ იქნება, ანუ, იქნება ნულპროცენტიანი ზღურბლი. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც დავითვლით, რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო, 150 მანდატი მათ შორის გადანაწილდება პროპორციულად. მათ შორის ვინ ხვდება? – ვისაც შეიძლება მანდატი ერგოს. ვინაიდან, 150 მანდატია გასანაწილებელი, ერთი მანდატის მისაღებად საჭიროა ხმების დაახლოებით – 0,7 პროცენტის მიღება, ოდნავ ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ მანდატი ყველა იმ პარტიას შეხვდება, ვინც ამდენ ხმას მიიღებს. მაგალითად, თუ არჩევნებში მონაწილეობა ორმა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, პარტია, რომელიც 14 ათასამდე ხმას მიიღებს, მას ერთი მანდატი შეხვდება. ვინც ორჯერ მეტ ხმას მიიღებს, ორი მანდატი შეხვდება. ნულპროცენტიანი ზღურბლი ამას ჰქვია”, აღნიშნავს ხმალაძე.

კითხვაზე, ნულპროცენტიანი ბარიერის პირობებში შესაძლებელია თუ არა საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება, ხმალაძე პასუხობს, რომ არაერთი დეტალია დასაზუსტებელი, მათ შორის ბლოკების საკითხი.

„ბლოკებად გაერთიანებაზე არაფერი თქმულა, მხოლოდ ის ითქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ და ნულპროცენტიანი ზღურბლი იქნება. რაც დღეს კონსტიტუციაში წერია, ამით ბლოკებად შექმნა შეუძლებელია. რაც გარდამავალ დებულებაში წერია, ბლოკებად გაერთიანება შესაძლებელია ერთჯერადად, ოღონდ შერეული სისტემის პირობებში. ანუ, მაშინ, როცა მაჟორიტარული არჩევნები რჩება და ზღურბლი არის – სამი პროცენტი. შემოთავაზებული წინადადება ჯერ კიდევ არ იძლევა ნათელ სურათს, როგორი არჩევნები გვექნება, რადგან არაერთი დეტალია, რომელიც იქნება დასაზუსტებელი. მათ შორის ერთ-ერთი საკითხია, ბლოკების საკითხი. ასევე ეს ცვლილებები შეეხება მხოლოდ 2020 საპარლამენტო არჩევნებს, თუ რაიმე ცვლილება ძირითად დებულებაში მოხდება, სადაც ხუთ პროცენტიანი ზღურბლი წერია. ასევე მნიშვნელოვანია ის, თავად ნულ პროცენტიანი ზღურბლი რამდენად არის სწორი”, განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი