ხონმა ქალთა ფეხბურთის ტურნირს უმასპინძლა
24-06-2019, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონში ოლიმპიადის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა ფეხბურთში ყოველწლიური ტურნირი გაიმართა.

 


სპორტულ ღონისძიებაში 6 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილის მფლობელი ხაშურის გოგონათა გუნდი ,,ივერი" გახდა, მეორე ადგილი ქუთაისის ,,მართვემ" დაიკავა, ხოლო მასპინძელმა ,,იმერმა" მესამე ადგილი დაიკავა.

 

 

ტურნირის ორგანიზატორებმა გამოავლინეს საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და ბომბარდირი. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები მერის მოადგილემ, მანანა გოფოძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთო ხობუამ გადასცეს.

 

 

ტურნირზე სპეციალური პრიზი დააწესა ,,ხონის ქალთა კლუბმა", რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, მარიამ სვანიძეს გადაეცა.

 

 

ღონისძიების დასასრულს ოლიმპიური გარბენი მოეწყო.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი