შალვა ნათელაშვილი: სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება, სანამ ახალგაზრდების თვალებისდამთხრელი გახარია არ გადადგება
24-06-2019, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით გაიმართება და აცხადებს, რომ ,,სანამ არ გადადგება ჩვენი ახალგაზრდების თვალებისდამთხრელი გახარია, არჩევნები არ გახდება სავალდებულო, არ გაუქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ დადგინდება კონსტიტუციური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება, გაგრძელდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.“

 

 

,,20 ივნისის ღამეს ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს. მან დღეს დაიწყო ბარტყების გადმოყრა და პროპორციულ არჩევნებზე განაცხადა თანხმობა, რასაც ჩვენ მრავალი ათეული წელია ვითხოვთ....

 

 

ივანიშვილმა კვლავ გათვალა ძალაუფლებაში დარჩენის და საკონტროლო პაკეტის პერსპექტივა - ნულპროცენტიანი ბარიერი ნიშნავს, რომ პარლამენტს კი არა, დამფუძნებელ კრებას ვირჩევთ, ან 1992 წლის სიტუაციას, როცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ცალკეულ შეიარაღებულ ფორმირების ნარჩენები მასობრივად შემოიყვანეს პარალმენტში. ამდენად, ამ სატყუარას არავინ ჭამს.

 

 

არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის გარეშე, კვლავ კოორდინატორები დაგვიწერენ უბნებში საარჩევნო შედეგებს და იქ მიიყვანენ მილიარდერის მიერ ნაყიდ ამომრჩეველს.

 

 

თუ ეს ცესკო დარჩება კვალვ როგორც მუდმივმოქმედი ორგანო, თავის თავმჯდომარიანად, ისინიც იმას დაწერენ, რასაც უკარნახებენ ჯერჯერობით შემორჩენილ შუშის სასახლიდან.

 

 

ეს ყაჩაღი, ბანდიტი მაჟორიტარები და მათი კოლეგა ოლიგარქები, უახლოეს ხანში დაარეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიებს და პარლამენტში ისევ შემოვლენ, ამჯერად პარტიული სიით და პარლამენტში კვლავ გვეყოლებიან მაკრახიძეები, ოდიშარიები, ისკო დასენი და მთელი პრორუსული სპექტრი - რაინდები, თავადები, აზნაურები.

 

 

ნულპროცენტიანი ბარიერით მივიღებთ არჩევნებისთანავე დასაშლელად მომზადებულ უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს, რომელიც იქნება მუდმივ სამთავრობო კრიზისში, მუდმივ ხელახალ არჩევნებში და ვერც ერთი პარტია ვერ შეასრულებს ხალხისთვის მოცემულ დაპირებებს.

 

 

ივანიშვილი გრძნობს, რომ დამთავრდა და პრინციპით: ქვა ქვაზე არ დარჩენილა - ირჩევს მაოხრებელი გზირის ფუნქციას და გვთვაზობს მოდელს, რომელიც დასაწყისშივე ჩასაშლელადაა განწირული.

 

 

ამიტომ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ქართულ პოლიტიკაში ამათი არსებობაც უნდა დამთავრდეს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი