ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულ I ქვეითი ბრიგადის ასეულს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოდან დელეგაცია ესტუმრა. ბუნდესთაგის დელეგაციას თავდაცვის საპარლამენტო მდივანი პეტერ ტაუბერი ხელმძღვანელობდა.
დელეგაციის წევრები I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაურს, მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს შეხვდნენ და ქართველი სამხედროების საქმიანობას გაეცნენ, მოგვიანებით კი, ქართველ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 18 იანვრიდან ასრულებს და გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებთან ერთად, სწრაფი რეაგირებისა და მნიშვნელოვანი პირების ესკორტირების ამოცანებს ასრულებს.
ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.