მესტიის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს - „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა
24-06-2019, 18:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს - „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდათ საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, თბილისში შვედეთის სამეფოს საელჩო, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, CARE ავსტრია“ და PMCG კვლევა.

 


პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ოფიციალური სიტყვებით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა, CARE ავსტრიას დირექტორის მოადგილემ რობერტ ვოფსბურგერმა და მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

 

 

სტუმრებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.

 


რაც შეეხება პროექტს ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა დონორები, ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები.
პროექტი GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

 


პროექტი ENPARD III მესტია “CARE ავსტრია თავის პარტნიორ ორგანიზაცია PMC-RC-თან ერთად განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს. ENPARD პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. „ENPARD III მესტიას“ სპეციფიკური მიზანია მთიან დასახლებებში მოწყვლადი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის “LEADER” მიდგომის გამოყენებით. მისი მთლიანი ღირებულება შეადგენს 2.5 მილიონ ევროს და დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მიერ.

 


მოგვიანებით დელეგაციამ მოინახულა სვანეთის მუზეუმი, რომ უკეთ გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს.

 


დღის ბოლოს სეტის მოედანზე გაიმართა სახალხო ზეიმი „ევროკავშირი სვანეთში“ ღონისძიების ფარგლებში დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში და გაეცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინტერესო პროექტები.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი