საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს 27 ივნისს პარლამენტში მოუსმენენ, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველ ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს.
საკანონდებლო ორგანოსთვის წლიური მოხსენების წარდგენა ახალი რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტში პირადად ივნისის ბოლომდე წარდგება.
დოკუმენტი 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.