სანდრო ბრეგაძე: „წავა გამგეობების აჭედვა და გამგებლების პანღურით გამოგდება, ზოგი შესაძლოა ნაგვის ბუნკერშიც აღმოჩნდეს“
24-06-2019, 19:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი, რაც გადადგა წამგებიანი იყო და „სულ მალე 80-იანი წლების ბოლოს არსებულ საქართველოში მივალთ, როდესაც ნებისმიერი წვერებიანი არაფორმალი პანღურის კვრით აგდებდა რაიკომის მდივანს და კარებს უჭედავდა, აქაც წავა გამგეობების აჭედვა და გამგებლების პანღურით გამოგდება, ზოგი შესაძლოა ნაგვის ბუნკერშიც აღმოჩნდეს“.

 


ბრეგაძე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების „სისულელეებით მიშა ბრუნდება და მიშას დაბრუნება ყველაზე დიდი უბედურება იქნება ყველასათვის“.

 


„ჩვენს უნიჭიერეს ძმებს, ებრაელებს აქვთ ასეთი წყევლა - „არც შენი იცოდე, არც სხვისი გაიგონო“- ამ ჩვენი ცოდვით სავსე ქართულ ოცნებას ეტყობა ამ წყევლამ უწია და შეპყრობილია ამ წყევლის ჯადოთი!!! ყველა ნაბიჯი რაც გადადგეს წამგებიანი იყო, უფრო სწორედ დროში აცდენილი - კობახიძე არ გადააყენეს დროზე, შემდეგ იძულებულები გახდნენ გადაეყენებინათ, მაგრამ უკვე ამას ფასი დაკარგული ქონდა!!! პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ გამოაცხადეს, შემდეგ იძულებულნი გახდნენ გამოეცხადებინათ, მაგრამ ამასაც ფასი ქონდა დაკარგული!!! ხვალ, ზეგ, მაზეგ კიდევ ბევრ დროში აცდენილ სისულელეს გამოაცხადებენ და იმას ვერ ხვდებიან რომ ნაცები ნაბიჯ-ნაბიჯ იბარებენ ხელისუფლებას!!! სულ მალე 80-იანი წლების ბოლოს არსებულ საქართველოში მივალთ, როდესაც ნებისმიერი წვერებიანი არაფორმალი პანღურის კვრით აგდებდა რაიკომის მდივანს და კარებს უჭედავდა, აქაც წავა გამგეობების აჭედვა და გამგებლების პანღურით გამოგდება, ზოგი შესაძლოა ნაგვის ბუნკერშიც აღმოჩნდეს!!! ბევრი უცოდინარი და დილეტანტი ხელისუფლება მინახავს, მაგრამ ასეთი არა, ასეთი არც გამიგია!!! დაჯდებოდა კაცი და იხალისებდა ამათ სისულელეებზე, მაგრამ ამათი სისულელეებით მიშა ბრუნდება და მიშას დაბრუნება ყველაზე დიდი უბედურება იქნება ყველასათვის!!! მდგომარეობა რთულია, იმაზე რთული, ვიდრე წარმოგიდგენიათ და არც დოქსოპულოების თავში მოიხარშება რამე ჭკვიანური!!!“- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი