წყალტუბოში საერთაშორისო ოლიმპიზმის დღე აღინიშნა
24-06-2019, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო ოლიმპიზმის დღეები - ,,ოლიმპიზმი - მშვიდობის, ერთიანობისა და განვითარებისათვის! წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა გახსნა.

 


მძლეოსნურ გარბენში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ჭიდაობასა და ჩოგბურთში ჩატარებული შეჯიბრებების პარალელურად კარატისტების, ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლები და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ოლიმპიზმის თემაზე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

 

 

ცარცით ხატვის მოყვარულებმა ევროპული თამაშების „მინსკი 2019“ გახსნის დღესთან დაკავშირებით, თემატურად პარკის ტერიტორია მოხატეს.

 

 

ცნობილმა ნუმიზმატმა გურამ ფილიპაშვილმა სპორტული და ოლიმპიური მონეტების კოლექცია წარმოადგინა. ველოსპორტის მოყვერულებმა მონაწილეობა მიიღეს ველოკარნავალში.

 


საერთაშირისო ოლიმპიზმის დღის გახსნას წყალტუბოს მერის მოადგილე ალეკო დადუნაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, სეოკ - ის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ სპეციალურად დამზადებული მაისურებით, ოლიმპიური სიმბოლიკიანი საჩუქრებითა და სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვეს სპორტული აქტივობების ყველა მონაწილე.

 


ღონისძიების დასასრულს წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ქუთაისში გამოსაშვები ელექტრომობილის მენეჯმენტმა ახლად გამოსაშვები ელექტრომობილის დემონსტრირების მოწყობით დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი